ბიზნესი
09/05/2022

Georgia Capital-ის მენეჯმენტში ცვლილებებია - ირაკლი გილაურს ნიკოლოზ გამყრელიძე ჩაანაცვლებს

ირაკლი გილაური Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს, მის პორტფელს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ გამყრელიძე ჩაიბარებს.
 
კომპანიამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინვესტორებს უკვე აცნობა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დირექტორისა და თავმჯდომარის როლების გამიჯვნას უკავშირდება, ნიკოლოზ გამყრელიძე CEO-ს მოვალეობის შესრულებას 2023 წლის მაისიდან შეუდგება.
 
რაც შეეხება ირაკლი გილაურს ის კვლავინდებუად რჩება Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და კომპანიის აქციების წილის მფლობელი.