ბიზნესი
09/05/2022

Georgia Capital-ის ახალი სტრატეგია - როგორ განაგრძობს კომპანია ოპერირებას 2022 წელს

2022 წლიდან "ჯორჯია კაპიტალი" ოპერირებას ახალი სტრატეგიით განაგრძობს.

ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ფოკუსირებული იქნება რამდენიმე მიმართულებაზე. მათ შორის, კაპიტალის მართვის ჩარჩოს ადაპტირებასა და სტრატეგიის ბირთვად ESGs (გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები; მმართველობა) ქცევაზე.

კომპანიის ახალი სტრატეგია ფოკუსირდება კაპიტალის მხოლოდ მსუბუქ შესაძლებლობებში ინვესტირებაზე. შესაბამისად, Georgia Capital-ი განაგრძობს საქართველოში ინვესტირებას ისეთ სექტორებში, რომლებიც კაპიტალის ინტენსიურ ვალდებულებებს არ საჭიროებს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ Georgia Capital-ი თავის მსხვილ და მცირე პორტფელის მქონე კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოიკვლიონ ზრდის რეგიონული შესაძლებლობები, როგორც ეს სომხეთში ფარმაციის სექტორის გამოკვლევის შემთხვევაში მოხდა. 

"ჯგუფის პორტფელთან დაკავშირებული კომპანიების კაპიტალი სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა მოცულობისაა. განახლებადი ენერგიების მიმართულებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით $30 მილიონია, ხოლო $24 მილიონი განათლების მიმართულებას უკავშირდება. ამასთან, ბიზნეს ინვესტიციებისთვის საჭირო მინიმალური პოტენციური გასასვლელი ზღვარი მცირდება 500+ მილიონი ლარიდან 300+ მილიონამდე მცირდება. 2020 წელს, ინვესტორის დღის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ინტერესი სხვადასხვა საერთაშორისო სტრატეგიული და ფინანსური მყიდველებისგან და ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში 300+ მილიონი ლარის კაპიტალის ღირებულების ბიზნესი პოტენციური ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია",- აღნიშნულია განცხადებაში.