ბიზნესი
07/02/2022

"გემუანის" პროდუქცია ამერიკის ბაზარზე რამდენიმე კვირაში გამოჩნდება

მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ რამდენიმე კვირაში პროდუქციას ამერიკის ბაზარზე  გაიტანს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, პირველი პარტია მცირე იქნება, დაახლოებით 1 კონტეინერი.

„გვინდოდა პროდუქციის Amazon-ის საშუალებით გაყიდვაც, თუმცა, ეს დროებით გადაიდო. შესაბამისი შეფუთვები არ გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, მოლაპარაკების პროცესში ვართ,“ - აცხადებს თორდია.

ამ დროისთვის კომპანიის წარმადობა წელიწადში 24-30 ტონაა.

„გემუანი“ 2020 წლის ივნისიდან შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელია. შესაბამისად, „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. თორდია აცხადებს, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის.

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ სამეგრელოში მდებარეობს. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020