ბიზნესი
15/06/2023

"გემოვანი“ ღვინის მაჭრის საფუარის გაყიდვას იწყებს

პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“, რომელიც პროდუქტს "მზეთამზეს" ბრენდით აწარმოებს,  ღვინის მაჭრის საფუარის გაყიდვას იწყებს. პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება როგორცფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „გემოვანის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ოთო ნაჭყებიამ განუცხადა, ყველას, ვისაც ამ ტექნოლოგიით პურის დამზადება ენდომება, ხელს შეუწყობენ და საქართველოში ღვინის საფუარით პურის წარმოების ტრადიციას გაავრცელებენ.

„ჩვენი განვითარების გეგმები ასეთია - გვინდა, რომ თავად ღვინის საფუარიც ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესებისთვის, მათ შორის, ფურნეებისთვის, თონეებისთვის.  იმდენად დავხვეწეთ  ღვინის საფუარი, რომ ცალკვე გვაქვს პურის წარმოება და ცალკე გვაქვს ღვინის მაჭრის წარმოება. შეგვიძლია, რომ ეს გავავრცელოთ და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ, დავუნერგოთ და ერთი ქოლგის ქვეშ (გემოვანის) გავაერთიანოთ  ჰქვია“, - აღნიშნა ოთო ნაჭყებიამ. 

მისივე თქმით, პურის წარმოებაში ღვინის მაჭრის საფუარის დანერგვით, მათ საქმე 365-ჯერ გაირთულეს და ახლა, უკვე საფუარის დამზადება ყოველდღიურად უწევთ.

„ცხადია, ამ ტიპის საფუარის დამზადება ბევრად რთულია, თუმცა, ნამდვილად ღირს, რადგან ბაქტერიებს კლავს და ღვინის დადებითი თვისებები პურში გადადის. სხვათა შორის, ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, ადამიანები  იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჯანმრთელობისთვის ნატურალური საკვები მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენს პურზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება“, - განმარტა „გემოვანის“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ,  კომპანია „გემოვანმა“ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე 7 წლიანი აქტიური ძებნის შემდეგ, სასურველ რეცეპტს მიაგნო. კომპანიის წარმომადგენლებმა მოიარეს პურის წარმოებაში ისეთი ლიდერი სახელმწიფოები, როგორებიც მაგალითად: იტალია, უნგრეთი,  გერმანიაა და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ტიპის საფუარი მხოლოდ ქართული მიგნება და გამოგონებაა.

ამჟამად, უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ქართული ხორბლის ფქვილითა და ღვინის მაჭრის საფუარით, 15-მდე სახეობის პური მზადდება, მათ შორის ისეთი არასტანდარტული პურებიც კი, როგორიც - ლურჯი და წითელი,  ასევე შავი ქლიავის ჩირით დამზადებული პურია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023