ბიზნესი
22/03/2022

GDG ჯგუფი იმერეთში 2 ოთხვარსკვლავიან სასტუმროს 2023 წელს გახსნის

GDG ჯგუფი ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს 2023 წლის ზაფხულში გახსნის.

კომპანიის ხელმძღვანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის გამო გადავადებული სამშენებლო სამუშოების ნაწილი განახლდა, ნაწილი კი  უახლოეს 1 თვეში განახლდება.

მისი ინფორმაციით, ვანის სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე დასრულებულია ქუთაისის სასტუმროს მშენებლობა, ამ შემთხვევაში ფასადის მოპირკეთების სამუშოები მიმდინარეობს. ორივე სასტუმრო კი პირველ სტუმარს მომავალ წელს მიიღებს.

წაქაძის განცხადებით, ორივე სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. მათ შორისაა Mariott-ი, Best Western-ი და Colliers International-ი. ქუთაისის აეროპორთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი  3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ქუთაისის აეროპორთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება.

რაც შეეხება ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი. წაქაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის სასტუმროს „სურიუმი“ ჰქვია, საერთაშორისო ბრენდის შესვლის შემთხვევაში კი სახელი შეიცვლება.