ბიზნესი
14/07/2023

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, "სოფოს კალმახმა" წარმოება გაზარდა

თევზის დაავადებები, ინფრასტრუქტურული გამოწვევები, წყლის  ხარისხი, თევზის საკვების წარმოება, სურსათის უვნებლობის ნაწილი - ეს იმ გამოწვევების ჩამონათვალია, რომელზეც აკვაკულტურის დარგის ექსპერტები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტორები დღემდე აფერხებს დარგის განვითარებას და სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად ამოქმედდა ქვეყანაში წელს საქართველოს აკვაკულტურის შესახებ კანონიც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, გარკვეული პოზიტიური ძვრები სფეროში უკვე შეინიშნება. კერძოდ, დაწყებულია ქვეყანაში აკვაკულტურის ობიექტების აღრიცხვა, ამას უნდა მოჰყვეს კონტროლის მექანიზმების ჩართვა, რომ აკვაკულტურის ობიექტებზე უკეთესი ინფორმაცია არსებობდეს. ეს ყველა ნაბიჯი, სექტორის კარგად დანახვის და მართვის შანსს გააჩენს. 

თავად მეწარმეებიც, რომლებიც აკვაკულტურის სექტორში არიან ჩართულები, ამბობენ, რომ მათთვის 2023 წელი პოზიტიურად დაიწყო. მათ შორის არის  „სოფოს კალმახის” დამფუძნებელი სოფო დიასამიძეც, რომელიც „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ აჭარის რეგიონში, საქართველოს აკვაკულტურის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, ბევრმა გაჩერებულმა მეურნეობამ მუშაობა განაახლა, გაიხსნა ახალი მეურნეობებიც.

„აკვაკულტურა წელს ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული. 2023 წელი ნამდვილად არის აკვაკულტურის წელი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სიახლეა ამ დარგში. ეს არის ახალი კანონი ჩვენს დარგში, გამკაცრებული რეჟიმი სურსათის უსართხოების კუთხით, პრეპარატებზე კონნტროლი და ა.შ. მთავარია ეს სიახლეები სწორად გავიაზროთ მწარმოებლებმა და ჩვენი საქმიანობა სხვანაირად გადავგეგმოთ. ამიტომ, მგონია, რომ წელი ჩვენმა სექტორმა კარგად დაიწყო, წარმოების ნაწილშიც ზრდა გვაქვს. 2024 წელს ველოდები, რომ მხოლოდ ტურისტულ სეზონზე არ იქნება დამოკიდებული მეკალმახეობის განვითარება. თუ ჩვენ სწორად განვავითარებთ ამ დარგს, წლის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი კალმახის რეალიზაცია“, - აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, „სოფოს კალმახმა“ უკვე გაზარდა წარმოება. „რა საწარმოც გვაქვს ვცდილობთ, მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავიყვანოთ და ბაზრის გაზრდილი მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილოთ“, - განმარტა „სოფოს კალმახის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში წარმოებული თევზის მოცულობა 2 791 ტონა იყო. მანამდე კი, 2021 წელს  ქვეყანაში უფრო მეტი მოცულობის, კერძოდ -  2 ათას 900  ტონა თევზი აწარმოეს. გასული წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით თევზის წარმოება კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023