ბიზნესი
08/06/2022

გაცოცხლებული უძველესი ნივთები - სანახაობა და სტუმარ-მასპინძლობის სივრცე მეორე სვირში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში სტუმარ-მასპინძლობის სივრცეს "საბას" შეხვდებით, რომელიც გამვლელების ყურადღებას განსაკუთრებით ორიგინალური სანახაობებით იქცევს - ქვის ნაკეთობაზე შემდგარი წინა საუკუნის მანქანა, ხელოვნური ჩანჩქერი, ხელნაკეთი დიდი სურა, რესტავრირებული უძველესი ქვევრები. ნივთები, რომელიც სოფელს აღარ სჭირდება, ფაღავეების ოჯახი აცოცხლებს.

როგორც სტუმარ-მასპინძლობის სივრცე "საბას" დამფუძნებელი ყარამან ფაღავა "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, შენობას, სადაც ხალხს მასპინძლობენ, წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით აშენებდნენ.

"ფული არ გვქონდა. მამაჩემი სამუშაოდ რომ მიდიოდა და პირობითად 200 ლარს გამოიმუშავებდა, იქიდან ნახევარს ამის მშენებლობას ახარჯავდა. მიზანდასახულია და ბევრი იდეა აქვს. მიზანს კი, ყოველთვის აღწევს. ხელოვანია და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს. ყველა დეტალი მისი შექმნილია. მთავარია ცოდნა, რისი დახმარებითაც იდეას რეალობად აქცევ", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

დარბაზი თავიდან სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა. ნელ-ნელა კი, სტუმრების მიღება სხვადასხვა რეგიონიდან დაიწყეს. რამდენჯერმე ტურისტებიც ჰყავდათ. რაც მთავარია, სტუმრებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდებიან.

"სოფელში არ იყო ადგილი, სადაც ადამიანს გაუმასპინძლდებოდი. ძირითადად ქორწილებს იხდიან. თბილისიდანაც გვყავდნენ სტუმრები. ჩინეთიდან ჩამოსული დამსვენებლებიც მივიღეთ. აქ ვინც გაივლის ყველა ჩერდება, რადგან ლამაზი სანახაობა შევქმენით. "პაბედას" უღებენ ფოტოებს. სოფელი ნელ-ნელა იტვირთება. ვფიქრობ, ტურისტი აქ შემთხვევით რომ მოხვდეს, ჩვენით აუცილებლად დაინტერესდება. გვინდა, რომ ეს სოფელი მიზიდულობის წერტილი გახდეს", - ამბობს ყარამან ფაღავა.

ფაღავეები საკუთარი მარნის გაკეთებასაც გეგმავენ. ცოლიკოური დარგეს და უახლოეს მომავალში სტუმრებს თავისი ღვინით გაუმასპინძლდებიან. ეზოში აქვთ ხელოვნური ტბა, სადაც თევზს მოაშენებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023