ბიზნესი
01/12/2021

გასართობი ბიზნესისთვის საახალწლო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა განიხილება

გასართობ ბიზნესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლის უზრუნველყოფით, საახალწლოდ ღონისძიებების ჩატარება შეძლონ.  
 
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. 
 
"არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს", -  განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
Businesspartner