"გარდენია შევარდნაძე" 1-ელი მარტიდან მებაღეობის შემსწავლელ უფასო კურსს იწყებს
"გარდენია შევარდნაძე" 1-ელი მარტიდან მებაღეობის შემსწავლელ უფასო კურსს იწყებს. როგორც კომპანიის FB გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია განმარტებული, კურსის უფასოდ გავლას 10 ადამიანი შეძლებს.
"ვიწყებ განაცხადებების მიღებას უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად. უფასო კურსზე მივიღებ 35 წლამდე ასაკის დაინტერესებულ ახალგაზრდებს, 5 გოგონას და 5 ბიჭს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩავატარებ გარდენიაში.
მოსწავლეებს ჩავრთავ ჩვენს ყველა სამებაღეო და ფლორისტულ პროექტში. სწავლება დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 15 დეკემბერს. პრაქტიკულ სამუშაოში და პროექტებში მონაწილეობისას მოსწავლეები მიიღებენ მცირე გასამრჯელოსაც.
მოგვწერეთ FB გვერდზე, დასარეგისტრირებლად გამოგიგზავნით ფორმას შესავსებად.
მებაღეობა თეორიულად, ონლაინ არ ისწავლება, გთხოვთ მხოლოდ მათ მოგვმართოთ ვისაც საამისოდ დროის გაღება შეუძლია და დაინტერესებულია, მზადაა ფიზიკური და გონებრივი შრომისთვის,"- წერს ზურა შევარდნაძე.