ბიზნესი
04/10/2021
"გარდაბანი ჰოლდინგი" სახელმწიფოსგან "ხაშურის მინის ტარის" აქციებს გამოისყიდის
„ხაშურის მინის ტარას“ 23%-ს კომპანია „გარდაბანი ჰოლდინგი“ გამოისყიდის.
მთავრობა გეგმავს კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი 633 211 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი წესით მიყიდოს.
„გარდაბანი ჰოლდინგს PP B.V" წლებია „ხაშურის მინის ტარას“ მაჟორიტარი აქციონერია.
ხაშურის მინის ქარხანა წლებია გაჩერებულია. ეკონომიკის სამინისტრომ 23%-იანი წილის გაყიდვა რამდენიმეჯერ აუქციონზე სცადა, თუმცა უშედეგოდ.