ბიზნესი
21/03/2022

გაორმაგებული ექსპორტი - სად იყიდება ქართული ფეროშენადნობები

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია.

იანვარ-თებერვალში საექსპორტო ბაზრებზე 100.5 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. მაჩვენებელი გაზრდილია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებითაც, როდესაც სულ ექსპორტმა 42.4 მლნ დოლარს მიაღწია.

ფეროშენადნობების წილი საექსპორტო კალათაში ერთ წელში 10.6%-დან 13.2%-მდეა გაზრდილი.

ქართული ფეროშენადნობების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, სადაც 2 თვეში 36 მლნ დოლარის პროდუქციაა გაყიდული, რუსეთში 33 მლნ დოლარის, თურქეთი კი მესამე ადგილზეა 10.6 მლნ დოლარით.

საექსპორტო ბაზრებს შორისაა უკრაინა (7.8 მლნ დოლარი), იტალია (3.6 მლნ დოლარი), საფრანგეთი (3.1 მლნ დოლარი), ესპანეთი (1.6 მლნ დოლარი), ვენესუელა (0.5 მლნ დოლარი), ნორვეგია (0.4 მლნ დოლარი), მოლდოვა (0.3 მლნ დოლარი), შვეიცარია (0.13 მლნ დოლარი).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022