გალტ & თაგარტი: საქართველოში ბრენდული სასტუმროების რაოდენობა გაიზრდება
საქართველოში ბრენდული სასტუმროების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინა წლებში ჭარბი მიწოდების რისკები იკვეთებოდა ბრენდირებული სასტუმროების სეგმენტში, ძირითადად თბილისში. თუმცა, პანდემიამ ინვესტორებისათვის სექტორი ნაკლებად მიმზიდველი გახადა. საშუალო და დიდი ზომის (30+ ნომრიანი) სასტუმრო ოთახების ზრდა 2020-22 წლებში შენელდა და სასტუმროს მშენებლობის ნებართვების შემცირებაც ინვესტორების არასახარბიელო განწყობებზე მიუთითებს.
"ჩვენ ველით ინვესტიციების ეტაპობრივ აღდგენას სასტუმროებში, ძირითადად რეგიონებში ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ფონზე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველო რჩება პოპულარულ ტურისტულ ადგილად რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად", - აცხადებენ გალტ & თაგარტ-ში.