ბიზნესი
29/06/2021

გალერია თბილისი: რითეილ ბაზარზე პირველებმა მოვიპოვეთ უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატი

"გალერია თბილისმა" ოქროს დონის Shore (Safe Hospitality, Office, Retail, Environments) სერთიფიკატი მიიღო.

როგორც "გალერია თბილისში" ამბობენ, Safe Asset Group-ის მიერ გაცემული შეფასება სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების სტანდარტების და საოპერაციო რისკების მაღალ დონეზე დაცვას გულისხმობს.

მონიტორინგის პროცესში შემოწმდა და შეფასდა 640 პუნქტი შემდეგი მიმართულებებიდან: მართვის სისტემები და საოპერაციო რისკების მართვა, ქონების დაცვა, უსაფრთხოების მართვა, კრიზისისა და ბიზნესის უწყვეტობის მართვა, მოჯარეების და ვიზიტორების მართვა.

„მოხარულები ვართ, რომ უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი საქართველოში და მთლიანად რეგიონში საცალო გაყიდვების ბაზარზე პირველებმა სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ. "გალერია თბილისი" აღჭურვილია უახლესი სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, ამას გარდა გახსნის დღიდან ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ მონიტორინგსა და პერსონალის გადამზადებაზე. ვფიქრობთ, რომ ისეთი ხალხმრავალი ცენტრისთვის როგორიც გალერია თბილისია, უმთავრესი სწორედ უსაფრხოებაა", - ამბობს "გალერია თბილისის" დირექტორი ნიკა ცინცაძე.

გასულ პერიოდში "გალერია თბილისმა" ასევე კოვიდ 19-ის რეგულაციებთან შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღო. Safe Asset Group შვედური კომპანიაა, რომელიც საცალო გაყიდვების ბაზარზე, 77 ქვეყანაში, საოპერაციო რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობს და შესაბამის სერტიფიცირებას ახორციელებს.

 

Businesspartner