ფოტო: upgradedhome.com
ბიზნესი
10/08/2022

გაჯის საწარმოების ნაწილი გარემოსდაცვით ვალდებულებებს ვერ ასრულებს

გაჯის საწარმოების ნაწილი გარემოსდაცვით ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოების - შპს „დენმარკი" და  შპს „სამგორი ველი" ინსპექტირება განახორციელეს. ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები არ ასრულებენ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.  

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების შემოწმებას რეგულარულად ახორციელებს. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ.  ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ. 

საწარმოების მიმართ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20 000 ლარის ოდენობით.

მასალები განსახილველად, შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება. 

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023