ბიზნესი
08/09/2022

გადაწყვეტილება მიღებულია - სასტუმრო "მუზას" ნაცვლად ბიზნესცენტრი "მუზა" 9 თვეში ამოქმედდება

ყოფილი სასტუმრო „მუზა“  პროფილს იცვლის - ბიზნესცენტრი „მუზა“ უძრავი ქონების მიმართულებით იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება  კომპანია  „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ლაშა პაპაშვილმა მიიღო.

როგორც ბიზნესმენმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,მიზეზი ტურიზმის სფეროში არასტაბილური სიტუაციაა.

„რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით სიტუაციას, ტურიზმში დადებითი მოლოდინებია, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარის მიმართულება უფრო რენტაბელური იქნება.

ობიექტს იჯარით  1 მსხვილი კომპანიაზე გავცემთ, რომელთანაც მოლაპარაკებები დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, დასახელებისგან თავს შევიკავებ,“-აცხადებს პაპაშვილი.

მისივე ინფორმაცით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ შიდა სარემონტო სამუშაოები.

როგორც ცნობილია, სასტუმრო „მუზას“ გახსნის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. ბოლოს, სასტუმროს გახსნა 2022 წლის შემოდგომაზე იყო დაანონსებული. ობიექტი, კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც 4-ვარსკვლავიანი, 23 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო უნდა ყოფილიყო.

რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

 

 

Businesspartner