ფოტო: cryptoslate.com
ბიზნესი
20/02/2022

FTX Crypto საქართველოში რეგიონული ოფისის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს

კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.
 
შესაძლებლობის განხილვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს სამ ბანკმან-ფრიდს შესთავაზა.
 
შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე, ასევე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა. 
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტორების დაინტერესებას და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას. 
 
ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
Businesspartner