ბიზნესი
09/02/2022

ფრიდონ ინჯიას კომპანია CGC-ში წილის 87%-მდე გაზრდას გეგმავს

საკომუნიკაციო კომპანია “სისტემ-ნეტი“ „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში” წილის გაზრდას გეგმავს.

„სისტემ ნეტის“ მიერ CGC-ში 38%-იანი წილის შეძენის საკითხს კომუნიკაციების კომისია ხუთშაბათის სხდომაზე განიხილავს.

ინტერნეტ-პროვაიდერ „სისტემ-ნეტში“ მსხვილი აქციონერები ფრიდონ ინჯია და მისი ოჯახის წევრები არიან. კომპანია უკვე ფლობს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 49%-იან წილს. თუ გარიგებაზე კომისია თანხმობას განაცხადებს, წილის 87%-მდე შევსება მოხდება.

CGC კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ბერძნული და ქართული მხარეების მიერ 1995 წელს დაარსდა და ოპერირებს რუსთავში. ამჟამად მოსახლეობას აწვდის ინტრნეტს, საკაბელო და ციფრული ტელევიზიის  სერვისებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები