ბიზნესი
11/03/2023

ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლას Ropax-ის ტიპის გემი განახორციელებს

ფოთისა და კონსტანცას პორტები ერთმანეთს რეგულარული საბორნე ხაზით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაუკავშირდება. შედეგად, საბორნე მიმოსვლა Ropax-ის ტიპის გემით (თანამედროვე ტიპის ბორანი, რომელიც მორგებულია როგორც სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე შესაძლებელია მისით მგზავრების გადაყვანა) განხორციელდება. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თამარ იოსელიანმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხდა, ქართულ და რუმინულ პორტებს შორის აქტიური საბორნე მიმოსვლის დაწყება კვლავ აქტუალურია. საკითხზე მუშაობა გრძელდება და ბოლო ინფორმაციით, ქართული კომპანია Pontos Maritime-ი ფოთი-კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლას უახლოეს თვეებში დაიწყებს.

„ქართულ და რუმინულ პორტებს შორის საწყის ეტაპზე, კერძოდ, პირველი 3 თვის განმავლობაში, საბორნე მიმოსვლა კვირაში 1 სიხშირით განხორციელდება, შემდეგ კი 2 რეისის შესრულება განიხილება. გემი Ropax-ის იქნება და საშუალოდ, 110 ტრაილერს დაიტევს.  აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად რუმინეთში შესაბამისი ტერმინალის დასრულებას ელოდება“,- განმარტა თამარ იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი საზღვარი, რომელიც ევროპასთან გვაქვს, სწორედ ლურჯი საზღვარია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, შავ ზღვის მაქსიმალური ათვისება, მათ შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურების ნაწილში.

„საქართველოს პორტების მიმართ ინტერესმა იმატა, მზარდია საქართველოს როგორც სატრანზიტო კორიდორზე მოთხოვნაც, რაც ციფრებზეც აისახა.  მაგალითისთვის, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით 19 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა კონტეინერების მიმართულებით. ასევე საგრძნობი მატებაა გენერალური და ნაყარი ტვირთების კუთხითაც. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ბათუმისა და კონსტანცას, ასევე ფოთისა და კონსტანცას პორტები, ერთმანეთს საბორნე ხაზით დაუკავშირდება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამ ეტაპზე, საქართველოს პორტებიდან საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ბულგარეთის ქალაქების, კერძოდ ვარნასა და ბურგასის მიმართულებით ხორციელდება. ამ პორტებისკენ, კვირაში თითო-თითო რეისი სრულდება და ორივე მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022