ბიზნესი
31/08/2022

"ფხოველი" უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

შარფების მწარმოებელი კომპანია „ფხოველი“  უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სხრიტლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამჟამად კომპანიაში იწარმოება მერინოსის დეკორით როგორც თხელი, ისე სქელი შარფები.

მისივე განცხადებით,"ფხოველის" პროდუქცია განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე  მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის.

„თხელი შარფები მერინოსის დეკორით ყველა სეზონზე გამოიყენება, მათ შორის ზაფხულშიც, ვინაიდან ძალიან თხელი და მსუბუქია. თხელ შარფებს მსგავსი შეკვეთითაც ვამზადებ. თუმცა, ზუსტ ანალოგებს არასოდეს.

ასევე მაქვს თბილი შარფები გრილი დღეებისათვის, ეს შარფები მხოლოდ თითო ცალი მზადდება, აბრეშუმზე მთლიანად იშლება მერინოსი და დეკორი კვლავ აბრეშუმით კეთდება. თბილი შარფები 100% ექსკლუზივია და ანალოგები არ მზადდება. ამავე სტილში ვამზადებ მამაკაცის შარფებს.

ვაწარმოებ მცირე ზომის საბავშვო შარფებსაც შესაბამისი დეკორით. შეკვეთის შემთხვევაში ვამზადებ ე.წ. წერილებსაც. ეს არის მანდილის ფორმის აბრეშუმის,სადაც სასურველ წარწერას ვაკეთებ და ვაგზავნი ადრესატებთან. ეს არის წერილები აბრეშუმის  გაფორმებული მერინოსით, რომელიც არასოდეს გახუნდება და თაობებს გადასცემს წინაპრების ლამაზ ისტორიებს,“-აცხადებს სხირტლაძე.

„ფხოველის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, საშუალოდ დღეში 1 შარფი მაინც იქმნება. თვის განმავლობაში კი მინიმუმ 20-ის რეალიზაცია ხდება. ამას ემატება შეკვეთები და მიმდინარე პროექტები.

„პანდემიამდე ისეთი სიტუაცია იყო ვერ ავუდიოდი რეალიზაციას, დღეში 4-5 შარფი იყიდებოდა.  მოთხოვნა იმაზე მეტი იყო ვიდრე შეგვეძლო დამზადება. პანდემიის დროს ვეღარც მასალას ვშოულობდი და სერიოზული ჩავარდნა მქონდა, ახლა გაყიდვები  ისევ გააქტიურდა,“-აცხადებს სხირტლაძე.

მისივე განცხადებით, „ფხოველის“ პროდუქციის გაყიდვა ძირითადად საქართველოს მასშტაბით, ონლაინ  ხდება. სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.

„საქართველოს მაშტაბით ყველაგან იყიდება, მიწოდება ყველგან მაქვს და ვაგზავნი. რეგიონები მაინც უფრო აქტუალურია ვიდრე თბილისში. ონლაინ გაყიდვები ძალიან მოსახერხებელია რეგიონებისათვის და მზარდიცაა გაყიდვები. რაც შეეხება თბილისს აქ ურჩევნიათ პირადად ნახონ ნამუშევარი რასაც ამ ეტაპზე ვერ ვთავაზობ რადგან მაღაზია არ მაქვს, მსურველები სახლში მაკიტხავენ ხოლემ რაც ასევე არაკომფორტულია ორივე მხარისათვის. ვცდილობ ეს პრობელმა მოვაგვარო“-აცხადებს სხირტლაძე.

მისივე განცხადებით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი  რამდენიმე თემატური შარფია - „შემოდგომა“,“ოცნების ქალაქი“,“მზესუმზირები“, „ყაყაჩოების მდელო“,  „მინდვრის ყვავილები“.

„ფხოველის“ დამფუძნებელი საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადდებს, შარფების ღირებულება 55 -300 ლარის ფარგლებშია. სხირტლაძის ინფორმაცით, ფასები იცვლება იზრდება ზომის, შესრულების სირთულის, დიზაინის, ექსკლუზივის მიხედვით.

შეგახსენებთ, “ფხოველი“ საქართველოს ბაზარზე 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საჭირო ნედლეულის შეძენა  საზღვარგარეთ, ძირითადად, იტალიასა და ბულგარეთში ხდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023