ბიზნესი
14/07/2022

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგს BB- სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა.

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში და ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის მარტივ დაფინანსებას სთავაზობს როგორც თიბისი ბანკის (BB-/Stable/bb-) კორპორატიულ კლიენტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, სტარტაპებსა და ფიზიკურ პირებს.

რეიტინგის რამდენიმეწლიანი წარმატებული შენარჩუნება კომპანიის გამჭვირვალობაზე, სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობას ქმნის.

როგორც თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე აცხადებს, აღნიშნული მიღწევა საამაყო და საპასუხისმგებლოა, რადგან გამოხატავს კომპანიის განვითარების მზარდ ტენდენციასა და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

"პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა ეფექტიანია და ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. Fitch Ratings-ის მიერ დამოწმებული ეს ფაქტი ჩვენი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის სწორ კურსს აღნიშნავს და ინვესტორებთან თუ მომხარებლებთან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვპასუხობთ პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის შექმნაში, რაც მიღწეულ შედეგებში აისახება."

19 წელია, რაც თიბისი ლიზინგი  საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც წარმოების, ინფრასტრუქტურის, მსუბუქი მრეწველობის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებზე ნაწილდება.

სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023