ბიზნესი
04/04/2023

"ფეროშენადნობების მწარმოებელი 20 კომპანიიდან, ნახევარზე მეტს წარმოება შეჩერებული აქვს"

„ფეროშენადნობების ქართველი მწარმოებლები დიდი გამოწვევების წინაშე არიან. მათ უმეტესობას წარმოება შეჩერებული აქვს - არ ვიცით, როდის დაიწყება ის აღმავალი ტენდენცია, როცა შევძლებთ მუშაობის განახლებას“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წარმოების შეჩერების მთავარი მიზეზი, მსოფლიო ბაზრებზე არსებული კრიზისია, რამაც ფერო-სილიკონ-მანგანუმის ნაწარმზე ფასების სერიოზული ვარდნა გამოიწვია.

„მთლიანად დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ბაზარზე, სადაც ძალიან ნეგატიური ტენდენციებია ამ კუთხით. ნაწარმზე ფასების ვარდნა გასული წლის მარტიდან დაიწყო და მას შემდეგ ფასები, ფაქტობრივად, განახევდრა. თუ ადრე, ფერო-სილიკონ-მანგანუმი 2400 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი - 1200 დოლარია. გლობალური გამოწვევების გარდა, ქართული საწარმოების მდგომარეობა ქვეყანაში ელექტროენერგიის გაძვირებამაც დაამძიმა, რის გამოც, კომპანიებს აღარ უღირდათ წარმოების გაგრძელება“,- აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 20-ამდე კოპანიაა, რომელიც ფეროშენადნობებს აწარმოებს და აქედან ნახევარზე მეტს შეჩერებული აქვს წარმოება, დანარჩენ ნაწილს კი წარმოების მოცულობა აქვს შემცირებული.

„რაც შეეხება ქართული ფეროშენადნობების გაყიდვის არეალს - ნაწარმი სრულად საექსპორტოა და 100%-დან მხოლოდ 2-3% იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, რადგან აქ მცირეა იმ კოპანიების რიცხვი, რომლებსაც ფერო-სილიკონ-მანგანუმი სჭირდებათ“, - აღნიშნა საქართველოს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქართული ფეროშენადნობების გასაღების ბაზარი - აშშ და თურქეთია, სადაც ქართულ ნაწარმზე, მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მოთხოვნა დიდია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022