ბიზნესი
29/11/2021

"ფარმადეპომ" მედიკამენტებისა და მათი ანალოგების საძიებო სისტემა შექმნა

კომპანია „ფარმადეპომ“ მომხმარებლებისთვის პლატფორმა „სანდო“ შექმნა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი მედიკამენტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მისთვის სასურველ პრეპარატზე, რის საფუძველზეც მომხმარებელი შეძლებს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი წამლის შეძენის დროს.

როგორ შეიძლება „სანდოს“ გამოყენება?

"სანდო" არის წამლის საძიებო ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მიიღონ ინფორმაცია საჭირო მედიკამენტებზე. მაგალითად, პლატფორმა იძლევა შესაძლებლობა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები მომხმარებელმა შეადაროს ბაზარზე არსებულ მათ ზუსტ ანალოგებს, გენერიკებს და თავად გააკეთოს არჩევანი სასურველი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით.

რა არის გენერიკი?

ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება მედიკამენტის აქტიური ნივთიერებით, ამ ნივთიერების დასახელებას წამლის გენერიკული დასახელება ეწოდება.

გენერიკული დასახელება იგივე წამლის აქტიური ნივთიერება არის ერთი, ხოლო მედიკამენტის სავაჭრო დასახელება შესაძლებელია იყოს განსხვავებული.

როგორ შევიყვანო ექიმის დანიშნულება?

მომხმარებელმა საძიებო სისტემაში უნდა ჩაწეროს მედიკამენტების სახელწოდება და დააჭიროს ღილაკს „შედარება“. პლატფორმაზე გამოჩნდება 4 სავარაუდო ვარიანტი: მითითებული მედიკამენტების ფასები; ბიუჯეტური ფასის მედიკამენტები; საშუალო ფასის მედიკამენტები; მაღალფასიანი მედიკამენტები.

სანდო ავტომატურად გამოაჩენს დანიშნულებას და მედიკამენტების გენერიკულ ანალოგებს სხვადასხვა ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შერჩეული მედიკამენტების საბოლოო სიის მიღებამდე მოახდინოს მისი კორექტირება და გაიგზავნოს მეილზე.

Businesspartner