ბიზნესი
13/10/2021

Expo Georgia-ში CAUCASUS BUILD 2021 გაიმართება

გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, 2021 წლის 15-17 ოქტომბერს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.

როგორც „ექსპო ჯორჯიაში“ აცხადებენ, წელს მნიშვნელოვანი საიხლეა ის, რომ გამოფენასთან ერთად პირველად, უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება,  რაც გულისხმობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიების და ადგილობრივი დეველოპერების საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში.

15 ოქტომბერს დეველოპერულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ, ერთ სივრცეში, 20-მდე საბროკერო კომპანიას, შემდეგი ქვეყნებიდან:ლატვია, უკრაინა, დუბაი, მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და რუსეთი.

Caucasus Build 25 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. 

გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია 5-ზე მეტი ქვეყნიდან. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წლევანდელი გამოფენა დაიგეგმა საერთაშორისო საგამოფენო ასოციაცია UFI-ს მიერ დადგენილი, საერთაშორისო საგამოფენო რეგულაციების სრულ შესაბამისობაში, რომლითაც ამჟამად ხელმძღვანელობს მსოფლიოს ყველა წამყვანი საგამოფენო ცენტრი.

 

Businesspartner