ბიზნესი
01/06/2022

ევროსტანდარტები სამომხმარებლო ბაზარზე - მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი ძალაში შედის

სამომხმარებლო ბაზარზე ურთიერთობის ევროპული სტანდარტები ინერგება. თამაშის ახალი წესები მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დაბალანსებულ ურთიერთობაზე გადასვლას გულისხმობს. მომხმარებელს უფლება ექნება მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებული იქნება გასცეს პროდუქტის, მისი დამზადების თარიღის, ვარგისიანობის და ფასის შესახებ ინფორმაცია.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკურენციის ეროვნული სააგენტოა, თუმცა მისი უფლებამოსილება პრევენციული და არა სადამსჯელო ხასიათის იქნება. ახალი წესის მიხედვით სანქცია ორსაფეხურიანია. სააგენტო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გააფრთხილებს მოვაჭრეს და მისცემს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება მოვაჭრის დაჯარიმების უფლება.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ძალაშიდღეიდან შედის, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყება.

კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, კანონში ასახულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მომზადებულია ევროდირექტივების სრული დაცვით და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.

კანონის თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება შესაბამისი დეპარტამენტი. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის პარალელურად, მოხდება თანამშრომელთა გადამზადება. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და თითოეული მოვაჭრისა თუ მომხმარებლის დონეზე ინფორმაციის გაცვლა, აქტიური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. დეტალურად იქნება გაწერილი საჩივრის მიღების და განხილვის წესი და სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარის უფლება იქნეს თანაბრად დაცული და გარანტირებული.

სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას. 1 თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%–მდე ოდენობით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023