ეროვნული ბანკი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან რყევას არ ელის
ეროვნული ბანკი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან რყევას არ ელის.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული სურათი, მათ შორის, 2020 წლის ბოლო თვეებში „არასუბსიდირებული“ გარიგებების ზრდა მეორად ბინებზე, იპოთეკური სესხების სუბსიდირების აუცილებლობას არ აჩვენებს.
„პანდემიის მიუხედავად, წლის მეორე ნახევარში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციები, იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს დაეხმარა სამშენებლო სექტორს, თავიდან აერიდებინა ბინების ფასებში მნიშნველოვანი რყევა, რაც შოკისას ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ კრიტიკულ რისკს წარმოადგენს. ბუნებრივია, სუბსიდირების შეწყვეტა გარკვეულად იმოქმედებს აქტივობაზე, განსაკუთრებით, საწყის თვეებში, რადგანაც ზოგადად, იანვარი ისედაც, არაპანდემიურ ვითარებაშიც სუსტი და ნელი თვეაა. იმის გამო, რომ სუბსიდიის პროგრამა წყდებოდა, მომდევნო თვეებში დასადები საკამოდ ბევრი გარიგება გადმოვიდა 2020 წლის ბოლოს. ჯამში, ბაზარზე არსებული აქტივობა, მათ შორის, არასუბსიდირებული მეორადი ბინების გაყიდვის პოზიტიური დინამიკა, იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზას, საბაზო სცენარში, უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვანი რყევები, სუბსიდირების გარეშეც არ უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მისი თქმით, მოლოდინია, 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღება, რისი პროგნოზიც არსებობს და რამაც ბაზარს სტაბილურობა უნდა შესძინოს.
გვენეტაძე განმარატავს, რომ სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკს მოუწევდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა.
„შესაბამისად, დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა, არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს“, - განმარტავს კობა გვენეტაძე.