ბიზნესი
21/09/2021

"ენსისი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგები ზრდას განაგრძობს. სამშენებლო კომპანია „ენსისი“, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, ასოციაციის წევრი გახდა. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს - მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო საქმიანობა და პროექტირება.

საქართველოს მასშტაბით, „ენსისის“ 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, რთული და მასშტაბური საინჟინრო პროექტები: გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. კომპანია ასევე უზრუნველყოფს პარკების, ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიების, შენობების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, მოედნებისა და ქუჩების კეთილმოწყობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციას და სხვა.

ენსისის“ გენერალური დირექტორი, გეგი ქელბაქიანი, ეხმაურება კომპანიის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებას:

„მოხარული ვარ, რომ კომპანია „ენსისი“ ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და მასში შემავალი სხვა კომპანიებისთვის. „ენსისის“ ისტორია და გამოცდილება მის მიერ განხორციელებულ პროექტებში ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს. ეს კი ადამიანების ცხოვრების წესისა და ხარისხის უკეთესობისკენ შეცვლაში აისახება, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების, მიდგომების ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა. დიდი მადლობა ბიზნეს ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის“.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, კომპანია „ენსისის“, რომლის მთავარი ხელწერა და კონკურენტული უპირატესობა თითოეული პროექტისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა, ეს ხელწერა „ენსისის“ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში იკითხება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი სტანდარტების და გამოცდილების მქონე კომპანიები არჩევანს ბიზნეს ასოციაციაზე აკეთებენ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020