ბიზნესი
20/09/2022

Elven Technologies-ის მეხანძრის უნიფორმას ამერიკელი მეხანძრეები დადებითად აფასებენ

საქართველოში შექმნილი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა აშშ-ში  ტესტირებას გადის - პროექტს Elven Technologies-ი ახორციელებს.

კომპანიის თანამდამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს 2 უნიფორმის (ამერიკულ ბაზარზე გათვლილი სრულიად ცეცხლგაუმტარი და შედარებით მსუბუქი, არაცეცხლგაუმტარი უნიფორმა) ლაბორატორიული, საველე ტესტირება.

„რამდენიმე ლაბორატორია იკვლევს და კვლევის შედეგების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიცით ის, რომ პროცესი მიმდინარეობს,“ - აცხადებს ხერხეულიძე.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც ცნობილი იქნება ლაბორატორიის პასუხი, მოხდება ლიცენზირებაზე მუშაობა, რომელიც დაადასტურებს, რომ უნიფორმა ამერიკულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამის შემდეგ კი დაიწყება გაყიდვებზე შეთანხმება.

„აშშ-ში ყოფნისას ბევრ სხვადასხვა დეპარტამენეტში ვიყავით და ბევრ ადამიანს ვაჩვენეთ, მეხანძრეების მხრიდან კარგი უკუკავშირია,“ - აცხადებს ხერხეულიძე.

ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.

მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა სიკვდილიანობისა და დამწვრობის რისკებს ამცირებს, ამის პარალელურად კი ხანძრის მსხვერპლის გადარჩენის შესაძლებლობებს ზრდის. 

Elven Technologies-ის გუნდს მიღებული აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი. ასევე, გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000-ის 2020 წლის ბოლოს დახურა, რომელშიც ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის იყო Technovate ამერიკული ვენჩურული სტუდიო Silicon Valley-დან. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023