ელკომერციის ასოციაცია: ონლაინ ვაჭრობაზე განბაჟების ზღვრის ₾1500-მდე გაზრდა ლეგიტიმური მოთხოვნაა
ელექტრონული კომერციის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ონლაინ ვაჭრობაზე დაწესებული განბაჟების ზღვრის 1500 ლარამდე გაზრდა სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა.
ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა დიდი ხანია ამას სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს.
„აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარსედა, მაგრამ ონლაინ ვაჭრობის განბაჟების ზღვარი არ შეცვლილა. ისედაც გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას, ემატება ისიც, რომ გამოწერაც გაძვირდა.
მაგალითად, Amazon-იდან გამოწერები პანდემიის პერიოდში შემცირდა, ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თანხის დაზოგვას და ეს გზა იაფ საშუალებას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდში, საბოლოო ფასები ადგილობრივს უტოლდება, რამაც ქართულ ინტერნეტ მაღაზიებზე მოთხოვნა გაზარდა. იმის მიუხედავად რომ ბევრი პრობლემა არსებობს ელკომერციის მიმართულებით, რაც გამოწვეულია გამოცდილების ნაკლებობის გამო და ა.შ, საჭიროა დრო და გარკვეული წესების შემოღება, რომ სააქართველოში ეს სექტორი დაიხვეწოს, განვითარდეს და ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს გაუტოლდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არსებობს კანონმდებლობა,"– აღნიშნავს თამარ გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, არსებული განბაჟების გადასახადი ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს.
ინფორმაციისთვის, 2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, უცხოური ვებგვერდიდან შეძენილი ნივთის ან ნივთების ერთობლიობის ღირებულება თუ აღემატება 300 ლარს იბეგრება 18%-ით. მაშინ, როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული, 1 დოლარის ღირებულება 1.66 ლარს შეადგენდა ანუ 180 დოლარის ღირებულების ნივთის შეძენა იყო შესაძლებელი განბაჟების გარეშე. დღეის მდგომარეობით, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, როდესაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.44 ლარს შეადგენს 300 ლარად 87