ბიზნესი
26/08/2021

ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტს კერძო მესაკუთრეები განახორციელებენ

ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტს კერძო მესაკუთრეები განახორციელებენ, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მფლობელები განახორციელებენ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის ამ ფორმით შენარჩუნება კატეგორიულად მიუღებელია.

"ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა, თუმცა იქ არსებული მდგომარეობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების ნორმები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს. მოლაპარაკებები ყველა მესაკუთრესთან დასრულებულია, მთავარია, პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდა განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა გეგმარების თაობაზე ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. "პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020