ბიზნესი
06/11/2020

"ელექსირმა" და "საფკომ" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

"ელექსირსა" და "საფკოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ელექსირის“ ბიო სადეზინფექციო პროდუქტებითა და „საფკოს“ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე გუნდთან ერთად დაგეგმილია კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება.

მემორანდუმის მიზანია ხელი შევუწყოთ  მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო დეზინფექციის სერვისის გავრცელებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს გარემოზე.

„საფკო“ გახლავთ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს.

„ელექსირი" აქტიურად არის ჩართული, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის ხელშემწყობ ღონისძიებებში და მომხმარებლებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ბიოსადეზინფექციო საშუალებებს, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ კლავს კორონავირუსს.

„ელექსირის“ პროდუქციის ჩამონათვალს და მომსახურების სერვისებს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე www.elixir.ge ან დაგვიკავშირდეთ: 2 033 233   contact@elixir.ge

Businesspartner