ბიზნესი
03/02/2021

ეკოტრანსპორტი თბილისში - Qari-ს მოპედების გაზიარების სერვისი უკვე ხელმისაწვდომია

თბილისის ქუჩებში ახალი ელექტრომოპედები გამოჩნდა, - ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პირველი საზიარო სერვისი "ქარმა" წარადგინა.

მრავალმიმართულებიანი ბრენდი "ქარი" 2021 წელს მაქსიმე მაჩაიძესა და „აჭარა ჯგუფის“ კოლაბორაციით შეიქმნა. 

„ავტომატიზირებული ეკომოპედების სერვისი სრულიად აპლიკაციით იმართება და ქალაქში სპეციალურ ზონებზე ვრცელდება. მგზავრობის დასასრულებლად, მომხმარებლებს ერთმანეთის უსაფრთხოების გათვალისწინება ევალებათ. მგზავრობისთვის საჭირო აქსესუარები, ჩაფხუტი, ჰიგიენური ქუდი და სხვა, მოპედის საბარგულშია მოთავსებული. ასევე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური ტრენინგები და ინსტრუქცია მგზავრობის წესების შესახებ. კომპანიის მიზანია გაზარდოს სოციალური პასუხისმგებლობა, რაც აპლიკაციის დიზაინშიც ჩანს,“– აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი თოკა თექთურმანიძე.

ამ ეტაპზე „ქარი“ მხოლოდ თბილისში, საპილოტე რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მაღაზიისა და მოპედების სერვისის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია ნახოს qari.eco-ზე. მოპედების სამართავი აპლიკაცია Qari App ხელმისაწვდომია Google playstore-ზე და Appstore–ზე ანდროიდისა და IOS–ის მომხმარებლებისთვის.

„ქარის“ დიზაინი არქიტექტორმა ნოდარ სუმბაძემ შექმნა. მოგვიანებით, კი მაქსიმე მაჩაიძემ უხმო და თავისუფლად გადასაადგილებელი მოპედის ნიშად აქცია. ბრენდის კონცეფცია და მიზანი, თანამედროვე, ეკომეგობრულსა და ტექნოლოგიურად განვითარებულ კულტურაში წვლილის შეტანაა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ქარი“ მომხმარებლებს მაქსიმე მაჩაიძის ტანსაცმლის ხაზსაც სთავაზობს. ონლაინ „მარკეტში“ სამგზავრო აქსესუარების გარდა, მრავალფუნქციური უნისექს ტანსაცმელიც გაიყიდება. „რაიდერები“ კი „ქარის“ ონლაინ ჟურნალია, რომელშიც თანამედროვე ურბანული ცხოვრება იქნება აღწერული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023