ბიზნესი
16/05/2022

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები საწვავის ფასებზე კომპანიებს შეხვდებიან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. 
 
"კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ შემდეგ რა ასე ვთქვათ შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა",- აღნიშნა პრემიერმა.