ბიზნესი
01/06/2022

EBRD-ის $25 მლნ-იანი სესხი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს - რას მოხმარდება თანხა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის $25 მილიონიანი სესხი გამოყო.

გამოყოფილი თანხიდან $10 მილიონი მდგრადობის ჩარჩოს დარჩენილი ექსპოზიციის დაფინანსებისთვის გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი $15 მილიონი GHG-ის ფარმაცევტული ბიზნესის მინორიტარი აქციონერების ნაწილის დაფინანსებას მოხმარდება. 

EBRD-ის ინფორმაციით, პროექტი რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ინკლუზიური ხარისხის ფარგლებში, პროექტი სპეციალისტების ჯანდაცვის უნარებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. ეს კი საავადმყოფოში მოვლის შესახებ ახალი, შიდა სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამების შემუშავებით მოხდება.ამასთან, EBRD-ში მიიჩნევენ, რომ ახალი სასწავლო პროგრამები გააფართოვებს საქართველოს სამედიცინო პროფესიონალების კარიერულ შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს მოვლის სტანდარტებს. 

EBRD-ის ინფორმაციით, წახალისებული იქნება მწვანე მიმართულებაც. 

Businesspartner