ბიზნესი
19/07/2022

E-Space: საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა

2022 წელს საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა. 

როგორც E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ შავიშვილი ამბობს, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 20-30 ელექტრომობილი შემოდიოდა, 2022 წლის დასაწყისში რაოდენობა გაიზარდა და პირველი სამი თვის განმავლობაში 50-მდე ელექტრომობილს მიაღწია. ბოლო 2 თვის განმავლობაში კი, საქართველოში შემოსული ელექტრომობილების რაოდენობა 70-80-მდე გაიზარდა. 

"ეს ბევრი არ არის, თუმცა კარგია, რომ ზრდის ტენდენციაა", - აღნიშნა ავთანდილ შავიშვილმა. 

მისი თქმით, ამაზე გავლენა იქონია საწვავზე ფასის ზრდამ. აგრეთვე, ბაზარზე ელექტრომობილების ბევრი სხვადასხვა მოდელი გამოჩნდა და მომხმარებელს მეორადის არჩევანის საშუალება აქვს. 

"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში შემოყვანილი ელექტრომობილების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ტალღისებრი ზრდა იქნება და ამაზე ჩვენი პროგნოზები გვაქვს. ბევრმა ევროპელმა ავტომწარმოებელმა დაიწყო მოდელების გამოშვება, მაგრამ მათი წარმოება სრულად არ არის ადაპტირებული მასწარმოებაზე. უმეტესობას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, რომ მასწარმოებაზე გადავიდეს. შესაბამისად, შემდეგი 2 წლის შემდეგ კიდევ ერთი ტალღა იქნება და კიდევ 4 წელიწადში მეორე ტალღა, როცა ეს მასწარმოებული ელექტრომობილები მეორადები გახდებიან და საქართველოში შემოვლენ", - განაცხადა ავთო შავიშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში. 

რაც შეეხება ღირებულებას, მისი თქმით, მეორადი ავტომობილების ფასი 7 000 დოლარიდან იწყება. ახალი ელექტრომობილების ფასი კი, 20 000-25 000 დოლარიდან. 

თუმცა, ავთო შავიშვილი აქვე დასძენს, რომ ელექტრომობილის შენახვა გაცილებით იაფი ჯდება. 

"ჩვენი კომპანიის ელექტრომობილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 4 წელია საბურავის გარდა არაფერი გამოცვლილა",- აღნიშნა ავთო შავიშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023