ბიზნესი
14/02/2022

E-Space ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს

ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელის მფლობელი E-Space ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს. კომპანია ამჟამად ელექტრონერგიას წუთობრივად ყიდის, რაც მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს.

„ვაკუუმია კანონმდებლობაში. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ელექტროენერგიის კოლოვატებით გაყიდვა და წუთობრივად ვყიდით, რაც შეფერხებაა ჩვენთვის. მომხმარებელმა იცის მისი ავტომობილის ბატარეას რამდენი კილოვატი  ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას წუთობრივად ვუკეთებთ ანგარიშსწორებას, რაც დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. გვსურს, სახელმწიფომ მოგვცეს შესაძლებლობა კილოვატებით გავყიდოთ ელექტროენერგია“, -  განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას E-Space-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ავთანდილ შავიშვილმა.

მისი თქმით, ელექტრომობილების ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელია  სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლების გეგმა.

„სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ელექტრომობილების შესყიდვა. ჰქონდეს კონკრეტული გეგმა. მაგალითად,  2022 წელს ახალი შეძენილი ავტომობილების 10% უკვე იყოს ელექტრომობილი. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშნველოვნია. სახელმწიფო არის ახალი ავტოპარკის ყველაზე დიდი შემავსებელი, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ბაზრის განვითარებაში“, - მიიჩნევს ავთანდილ შავიშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020