ბიზნესი
25/09/2023

ძველ თბილისში IBIS STYLES OLD TBILISI სავარაუდოდ, 2024 წელს გაიხსნება

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi სავარაუდოდ, 2024 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება. პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს. 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდა.

როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.  გახსნის სავარაუდო გახსნის თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს კოორდინაცია მესაკუთრესა და ოპერატორ კომპანიასთან (Accor).

"მოლოდინებია, რომ  მომავალი წლის გვიან გაზაფხულზე გაიხსნას,"-აცხადებს მინდია გადაევი. 

ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია სპექტრუმი ავითარებს  სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია.

Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი.

Ibis Styles-ი AccorHotels-ში შემავალი ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023