ბიზნესი
29/01/2021

დორანი – სპეციალისტთა პირველი ქართული საიმიჯო პლატფორმა

„დორანი“ სპეციალისტთა პირველი ქართული საიმიჯო პლატფორმაა, რომლის შექმნის იდეაც პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როდესაც უამრავი კომპანია დაიხურა და ათიათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. კომპანიის დამფუძნებლი ანუკა ხელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის დეტალებზე საუბრობს.

„დორანი“ ძვ. ქართული სიტყვაა და სარფიანი თავშეყრის ადგილს ნიშნავს, მიზანიც სწორედ ეს იყო - შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს საერთო ინტერესებისათვის გავაერთიანებდი. ამ ყველაფერში ჩემი კოლეგა, დიზაინერი გარი ცარიელაშვილი დამეხმარა და ერთიანი ძალებით შევქმენით მომხმარებელთა ინტერესებზე მორგებული პროდუქტი.

პლატფორმაზე დარეგისტრირება ნებისმიერ სფეროში მომუშავე სპეციალისტს, ინფლუენსერს, ტრენერსა და მეწარმეს შეუძლია. საიტი პროგრამულად საკმაოდ დახვეწილი და მრავალფუნქციურია, რაც გაწევრიანების  მსურველებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ რეზიუმე, პორტფოლიო, სერთიფიკატები, მიაბან სოც. ქსელების ლინკები ან ინფორმაცია საკუთარი ბიზნესისა და სერვისების შესახებ, რომელიც მათ პრესტიჟული სავიზიტო ბარათად იქცევა. ჩვენი გუნდი პირად საიმიჯო მხარდაჭერასაც შესთავაზებს თითოეულ წევრს, რითაც მათ საკუთარი თავის უფრო ეფექტურად წარმოჩენასა და რეალიზებაში დავეხმარებით,“– აღნიშნავს ანუკა ხელაძე.  

რაც შეეხება, კომპანიებს, ინვესტორებს, დამკვეთებს, ეიჩარებსა და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, რომლებიც ეძებენ კონკრეტულ სპეციალისტს დასასაქმებლად, პარტნიორობისთვის, ტრენინგში, სიუჟეტსა თუ პროექტში მონაწილეობისათვის, შეეძლებათ ერთ სივრცეში იპოვონ სასურველი კანდიდატი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ მის შესახებ.

„დორანის“ სამომავლო გეგმებშია „ციფრული აკადემიის“ შექმნა, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომ, ხარისხიან და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას უზრუნველყოფს, სპეციალისტები კი ცოდნის გაზიარებით დამატებით თანხას გამოიმუშავებენ. ასევე, ვგეგმავთ მობაილ აპლიკაციის შექმენას, რომლისთვისაც დაფინანსების წყაროების მოძების პროცესში ვართ,“-აღნიშნავს „დორანის“ COO (chief operations officer) გარი ცარიელაშვილი.