ბიზნესი
19/11/2021

"დოქტორს გუდსის" წარმოებული სამედიცინო მასალა ექსპორტზე ევროპაში გავა

სამედიცინო მასალების მწარმოებელი კომპანია "დოქტორ გუდსი" პროდუქციას ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

კომპანიამ მოლაპარაკებებს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე მიაღწია, სადაც "დოქტორ გუდსის" სტენტი 15-18 ნოემბერს იყო წარმოდგენილი.

გამოფენის განმავლობაში კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.

„დოქტორ გუდსი“ 2019 წელს შეიქმნა და 2021 წელს სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სესხის უზრუნველყოფას გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიას აქვს უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

 

Businesspartner