ბიზნესი
22/06/2021

დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები შეიქმნება - პრემიერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება იგეგმება, - დეტალებზე იმსჯელეს პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების ხელმძღვანელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

იმსჯელეს ასევე ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე. პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

Businesspartner