
ბიზნესი
01/03/2022
დღეიდან სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები ამოქმედდა
დღეიდან კაზინოებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ძალაში შედის "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის კონკრეტული მუხლები, რომლის თანახმადაც 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოციალურად დაუცველები აზარტულ თამაშებს ვეღარ ითამაშებენ.
ამასთან, იკრძალება მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა.
სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო გახდა ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება, ასევე ორგანიზატორს განესაზღვრება თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულება.