ბიზნესი
07/02/2022

Delfos-მა სახელობითი კულონების წარმოება დაიწყო

საიუველირო გალერეათა ქსელ Delfos-მა ჯვრების და სახელობითი კულონების წარმოება დაიწყო, რაც ქართველ მომხმარებელში საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის  გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, კომპანიამ სასუვენირე ფორმების ჩამოსხმაც დაიწყო.

„ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და გვინდა, უცხოელ ტურისტებს განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ.  წარმოება საწყის ეტაპზე ჩვენს მიერ გადამზადებული ხელოსნების მიერ ხდება. ისინი სახლში ამზადებენ პროდუქციას. შემოდგომისთვის კი მასიურ წარმოებაზე გადავალთ,“-აცხადებს კირვალიძე.

Delfos-ის გენერალური დირექტორი გაზრდილ გაყიდვებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ 2021 წლის დეკემბერის თვის გაყიდვები,2019 წლის ანალოგიურ პერიოდის გაყიდვებს, თითქმის 35%-ით აღემატებოდა.

“აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვქონდა,გვეგონა, რომ გაყიდვები შემცირდებოდა. ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს, ერთადერთი არის ის, რომ ხალხი დაიღალა პანდემიით და საჩუქრების შეძენით თავს იხალისებდა,“-აცხადებს კირვალიძე.

მისივე ინფორმაცით, გაყიდვები თანაბრად გადანაწილდა პრემიუმ კლასის და ბიუჯეტურ პროდუქციაზე.  

შეგახსენებთ, Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6 - თბილისში, 1 კი - ბათუმში.  

Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo, GRAZIELLA Luxury, Assos, Amore&Baci  და სხვა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020