ბიზნესი
04/02/2022

Delfos-ი საკუთარი საწარმოს გახსნას შემოდგომაზე გეგმავს

მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელი Delfos-ი საკუთარი საწარმოს გახსნას შემოდგომაზე გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ განუცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„იმედია, რაც გვაქვს დაგეგმილი განვახორციელებთ და ეპიდსიტუაცია უკან არ დაგვხევს. უკვე დავიწყეთ მცირე წარმოება, საუბარია ჯვრების და სახელობითი კულონების დამზადებაზე. მცირე წარმოებაა და პროდუქტი საწყის ეტაპზე ჩვენი გადამზადებული ხელოსნები ქმნიან. ისინი სახლში ამზადებენ პროდუქციას. შემოდგომისთვის კი, მას შემდეგ, რაც საშუალო მასშტაბით საწარმოს გავხსნით, მასიურ წარმოებაზე გადავალთ,“ - აცხადებს კირვალიძე.

კომპანია საწარმოში მინანქრის პროდუქციას შექმნის ეროვნული ორნამენტებით, რომელსაც ქართველ მომხმარებელთან ერთად უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზებენ. კომპანიას საწარმოსთვის ფართი კომპანიას ლესელიძის ქუჩაზე აქვს შეძენილი.

მისი ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა შოუ-რუმიც, სადაც ტურისტს ექნება საშუალება საწარმო დაათვალიეროს და წარმოების პროცესიც ნახოს. კირვალიძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3 მლნ დოლარი იქნება.

Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6 - თბილისში, 1 - ბათუმში. Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo, GRAZIELLA Luxury, Assos, Amore&Baci და სხვა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020