ბიზნესი
28/01/2022

დავით კენჭაძე: იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს

DK Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი განვითარდეს და სექტორი უცხოური ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდეს, იპითეკურ სესხებზე რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს.

„ზოგადი ჭარბვალიანობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ტიპის სესხებზე. ბანკებს დიდი შესაძლებლობები უნდა მიეცეს, რადგან ისინი მზად არიან დიდი რაოდენობით იპოთეკური კრედიტი გასცენ. ეს საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი იქნება,“ - აცხადებს კენჭაძე.

DK Capital-ის გენერალური დირექტორი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიული პროცესების მინიმუმამდე შემცირებას და მათ ტექნოლოგიურად განვითარებას ასახელებს.

„რაიმეს შეთანხმება საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული. ეს სერვისი უნდა იყოს უფრო მეტად დახვეწილი, მათ შორის,  თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართული. მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, მშენებლობასა და ახალი მიმართულების განვითარებაზე არის, ბევრს უნდა ამ მიმართლებაში ფულის ჩადება,“ - აცხადებს კენჭაძე.

მისივე ინფორმციით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის სახელწიფოებრივი ხედვაც აუცილებელია.  მათ შორის, აქცენტი უნდა გაკეთდეს თბილისის გარშემო ტერიტორიებზე, რომელიც დღეს არ არის ათვისებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023