ბიზნესი
09/02/2022

დაუშვილი ბიზნესომბუდსმენის დანიშვნაზე: რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს

„დიოს“ მმართველი პარტნიორი ახალი ბიზნესომბუდსმენის დანიშვნით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის.

როგორც თამაზ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ქვეყანაში არსებულ ყველა სტრუქტურაში მაღალია პოლიტიზირების დონე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება, რადგან ზოგადად საქართველოში ძალიან მაღალია პოლიტიზირების დონე და ყველა სტრუქტურა არის პოლიტიზებული. ასე რომ, არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ბიზნესომბუდსმენის დანიშვნით. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ოთარ დანელიასთან დაკავშირებით, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება რევოლუციური ცვლილებები. ცუდი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ახლა, არამედ წინა მთავრობების პერიოდშიც რაციონალური გადაწყვეტილებები კი არ მიიღება, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის ჩვენი პრობლემა,“ - განმარტა თამაზ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. 2020 წლიდან ბიზნესობუდსმენის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც მიხეილ დაუშვილმა პოსტი დატოვა და პარლამენტში გადაინაცვლა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020