ბიზნესი
11/04/2022

"დასტაბილურებული ლარის კურსიც აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი შემცირდება"

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასების ინდიკატორია კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. 

მისი თქმით, ამ კონტრაქტებზე ფასი წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. სტაბილურობა შეინიშნება ვალუტის კურსთან მიმართებაშიც. ეს ყველაფერი კი, აისახება ქვეყანაში არსებული საწვავის სარეალიზაციო ფასზე. 

"ერთის მხრივ, შემცირებულია საწვავის ფასები ახალ კონტრაქტებში და მეორეს მხრივ შედარებით დასტაბილურებულია ლარის კურსი. ეს კი, იმის მოლოდინს აჩენს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.