ბიზნესი
09/09/2022

"დაჯემ" ხის ავეჯის ახალი საწარმო გახსნა

კომპანია „დაჯე“ გაფართოვდა. კომპანია გასაშლელი და დასაკეცი ხის ავეჯის წარმოებას ახალი ქარხნიდან აგრძელებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბოჭორიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი საწარმო თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარეობს.

„დაჯე“ ეკოლოგიურად სუფთა ხის, კომპაქტური და უნიკალური მექანიზმის მქონე ავეჯია, რომელიც დავით ბოჭორიშვილმა მამის ექსპერიმენტების და მისი დიზაინპროექტის საფუძველზე შექმნა. წარმოება 2020 წლის გაზაფხულზე, არყის ხის მასალისგან ტაბურეტების დამზადებით დაიწყო, შემდეგ „დაჯეს“  პროდუქციას მაგიდა, საბავშვო სკამი და ურბანული მებაღეობის ქოთანი შემატა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოებული ავეჯი ახლებური, ინოვაციური სისტემის ასაწყობი და გასაშლელი კონსტურქციისა. მისი განმარტებით, ამ თვისებების ტანდემი არსებულ ბაზარზე თითქმის არ გვხვდება.

მისი განცხადებით, ამჟამად წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ მიწოდების სერვისის მეშვეობით ხდება, თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია მიზნობრივ მაღაზიათა ქსელებთან ურთიერთობა.

სამომავლოდ დაგეგმილია ასორტიმენტის გაფართოებაც.

"დაჯეს“ დამფუძნებელმა დავით ბოჭორიშვილმა "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ  "შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეობით 30 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 20%-ის სანაცვლოდ მიიღო, რითაც ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური ავეჯის მასშტაბურ წარმოებას გეგმავს.

Businesspartner