ბიზნესი
29/01/2021

COVID-რეგულაციების დარღვევისთვის 50 433 ობიექტიდან 6018-ს საქმიანობა შეუჩერდა, 49 დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 138 ობიექტიდან 90 ობიექტზე ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დადგინდა რომ 48 ობექტი პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებდა.

ამასთან მისივე ინფორმაციით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჯამში შემოწმებულია 50 433 ობიექტი, რომელთაგან 28 392-ის მიმართ გაიცა სარეკომენდაციო ხასიათის გაფრთხილება. 6018-ს შეუჩერდა საქმიანობა, 49 ობიექტი კი დაჯარიმდა.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებსაც 1-ელი თებერვლიდან საქმიანობის განახლების უფლება აქვთ. ბექა ფერაძის განმარტებით შესაბამის პორტალზე 28 იანვრის მონაცემებით, 43 სავაჭრო მოლია რეგისტრირებული.

„პორტალზე დარეგისტრიერებული 43 სავაჭრო მოლიდან 13 უკვე შემოწმებულია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ გატესტეს თანამშრომელთა 20%. მონაცემები ყოველდღიურად იცვლება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ მათი აბსოლუტური უმრავესობა ამ პროცესს მზად შეხვდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022