ფოტო: maritimebusinessworld
ბიზნესი
10/09/2021

Cosco Shipping Lines: პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით პორტებში ტვირთბრუნვა 40%-ით შემცირდა

საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირების შედეგად, ქართულ პორტებში ტვირთნაკადი მცირდება.

როგორც Cosco Shipping Lines-ის გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, 2019 წელთან შედარებით ტვირთნაკადი 40%-ით არის შემცირებული, 2020 წელთან შედარებით კი 15%-ით.

„2019 წელი იყო საუკეთესო ჩვენი პორტებისთვის. ამ პერიოდთან შედარებით ტვირთების რაოდენობა პორტებში 40%-ით არის შემცირებული. გასულ წელთან შედარებით კი კლება 15%-ია. ვარდნა გრძელდება. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ როგორ უნდა დასტაბილურდეს არსებული სიტუაცია,“ - განმარტა გივი ჩაჩანიძემ.

Maersk-ის კომერციული წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ტვირთზიდვაზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

„ტვირთბრუნვა, შესაძლოა, შემცირებულიყო გარკვეულ პერიოდებში, მაგრამ ეს ისევ და ისევ გარკვეული საოპერაციო ბარიერების გამო. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ წამოვიღეთ ის რაოდენობა ტვირთი რა რაოდენობისაც გვინდოდა, ისევ და ისევ ჩინურ პორტებში გარკვეული გადატვირთულობის მიზეზით. თუმცა მოთხოვნა ტვირთზიდვაზე ნამდვილად არ არის შემცირებული, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა,“ - განმარტა ირაკლი დანელიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020