ბიზნესი
10/04/2023

"ჭკვიან თხილზე" მოთხოვნა ყოველწლიურად 800-1000%-ით იზრდება - ნინო ანდრიაძე

თხილეულის პასტის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ჭკვიანი თხილი" ახალი პროდუქტების დამატებაზე მუშაობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე აცხადებს, კოპანიამ საწარმო წინა წელს გააფართოვა, ISO სერთიფიკატიც აიღო და ახლა, ახალი ხაზის დამატებაზეა ორიენტირებული.

„როგორც იცით, ამ დრომდე 5 პროდუქტი გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად ჯანსაღია. ამჟამად, გვინდა მომხმარებლისთვის ნუგბარის მიმართულებით ასორტიმენტის ზრდა და ტკბილი პროდუქციის დამატება“, - აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

„ჭკვიანი თხილის“ თანამდაფუძნებელმა ქართულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზარი მზარდია. ჩნდებიან ახალი კოპანიებიც, რომლებიც ასევე აწარმოებენ თხილეულის პასტას. მზარდია ამ პროდუქტის ცნობადობაც.

„ჩვენი პროდუქცია არის ნიშური, ის არ იწარმოება დიდი რაოდენობით, თუმცა, რასაც ვაწარმოებთ იმის გაყიდვები მუდმივად მზარდია. მაგალითისთვის, პანდემიის შემდეგ, რაც ხალხი ჯანმრთელობაზე ფოკუსირდა, „ჭკვიან თხილზე“ მოთხოვნა ყოველწლიურად 800-1000 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ამავე პროცენტული პუნქტით გაიზარდა გაყიდვებიც. თუმცა, მაინც ქართული ბაზარი არის პატარა და პროდუქტიც არ არის მასაზე გათვლილი. მას ჰყავს თავისი მომხმარებლები ემოციური ბმით. ეს კი გვაძლევს იმის სტიმულს, რომ განვვითარდეთ და რაღაც ახალზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

მისივე განარტებით, საქართველოში ძალიან ძნელია რაიმე ახლის წამოწყება, ამას დიდი თანხები სჭირდება. „პატარა ბაზარია, გადასახადები და ნედლეული ყოველდღე ძვირდება. ძალიან ძვირი ჯდება ანტერპრენერული იდეეების განხორციელება, თუმცა, ვისაც გაგვიმართლა და დავიწყეთ, ახლა, ვცდილობთ მივყვეთ დასახულ გეგმებს“,- აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.  

შეგახსენებთ, „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერიდანაა წარმოდგენილი.  “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

ამჟამად, კომპანია 5 სახეობის თხილეულის პასტას ადამიანებისთვის და 1 სახეობის პასტას ძაღლებისთვის აწარმოებს. მათ შორისაა პასტები, სახელწოდებით: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023