ბიზნესი
02/06/2022

"ჩირინა" ქათმის ხორცის მარინადის, ძეხვის და სოსისის წარმოებას ოქტომბრიდან დაიწყებს

"ჩირინა“  ძეხვის, სოსისის და ქათმის ხორცის მარინადის წარმოებას ოქტომბრიდან დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, პროექტისთვის სართიჭალაში დამატებით ახალი ქარხანა აშენდა. ბიზნესმენი განმარტავს, რომ ამჟამად საწარმოს ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საწარმოში, რომელიც 3 ჰა ტერიტორიაზე აშენდა, 30 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა.

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023